მწერალთა სახლში თბილისის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა პირველი სტუმრები იტალიელი პოეტები არიან.ფესტივალი დღეს სწორედ მათი პოეზიის საღამოთი გაიხსნა.
14-დან 19 მაისამდე თბილისს 21 ქვეყნიდან 24 ავტორი ეწვევა. მონაწილეთა შორის არიან ცნობილი პოეტები, პროზაიკოსები და საბავშვო მწერლები აშშ-დან, იტალიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, ბრაზილიიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან.
პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს და პანელ-დისკუსიებს.