38 დევნილ ოჯახს ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცემა
38 დევნილ ოჯახს ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცემა

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 38 დევნილ ოჯახს ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცემა.

ამის შესახებ მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ მერიაში, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ოჯახები თბილისში დაახლოებით, 15 წელია ცხოვრობენ.

რაც შეეხება ხარვეზებს, ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ პირველად, როდესაც მერიამ დევნილებს ქონება დაუკანონა, გაურკვეველი პირები სიაში არ მოხვედრილან.

“ეს არის არასწორი ინფორმაცია. ის ქალბატონი, რომლზეც არის საუბარი, ჩვენს მიერ წარმოდგენილ საბოლოო სიაში არ ყოფილა”, – განაცხადა თავართქილაძემ.