კახა კალაძე - პატივი უნდა ვცეთ ჩვენს დამწერლობას, ჩვენს უძველეს ანბანს
ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს დამწერლობას, ჩვენს უძველეს ანბანს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედა ენის ბაღში განაცხადა, სადაც დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დედა ენის ბაღში ძალიან სასიამოვნო გარემოა.
„ბაღში სხვადასხვა თაობის ადამიანები არიან შეკრებილი. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს დამწერლობას, ჩვენს უძველეს ანბანს. დღეს 19:00 საათზე, დავით ევგენიძის ძალიან საინტერესო კონცერტი გაიმართება და ვისაც სურვილი ექნება შეუძლია მობრძანდეს დედაენის ბაღში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად”, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიის ორგანიზებით, დედა ენის ბაღში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.