31 დეკემბრის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება 
31 დეკემბრის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება 

31 დეკემბერს, 23:00-დან 04:00-მდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება, – ამის შესახებ აღნიშნულია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე, საახალწლო გალა კონცერტი სხვადასხვა ლოკაციებზე გაიმართება.
ვარკეთილი – მედიათეკის მიმდებარე სკვერი; გლდანი – “სითი მოლი გლდანის” ავტოსადგომი; ძველი თბილისი – ევროპის მოედანი.