არგენტინის მთავრობა უახლოეს დღეებში ხელს მოაწერს რუსეთთან შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სამი ათასზე მეტი გულშემატკივარი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მოხვედრას ვერ შეძლებს, ამის შესახებ წერს სააგენტო Reuters.
სიაში შეიყვანენ ფანებს, რომლებსაც აკრძალული აქვთ არგენტინაში სტადიონებზე შესვლა, აგრეთვე ხულიგნური დაჯგუფებების მონაწილეებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 400 გულშემატკივრის გვარი უკვე გადაეცა ტურნირის ორგანიზატორებს. 3000 არგენტინელის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება აეროპორტის თანამშრომლებისა და საიმიგრაციო სამსახურებისთვის.
ფიფას ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთები 44882-მა არგენტინელმა გულშემატკივარმა შეიძინა.