300 ათასამდე ფერმერი, სახელმწიფო სუბსიდიის სახით, ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 300 ლარს მიიღებს
300 ათასამდე ფერმერი, სახელმწიფო სუბსიდიის სახით, ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 300 ლარს მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროგრამის ფარგლებში ფერმერები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საქონლის შესასყიდად დახმარებას მიიღებენ.

კერძოდ, ღარიბაშვილის განცხადებით, 300 ათასამდე ფერმერი სახელმწიფო სუბსიდიის სახით, ჰექტარზე 300 ლარს მიიღებს.

„წელს ძალიან რთული წელია მთელ მსოფლიოში. არაერთი გამოწვევა არსებობს. ჯერ იყო პანდემია, ახლა უკვე ეს დამანგრეველი ომი და ბუნებრივია, ყველგან გაუარესდა მდგომარეობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ინფლაცია, ფასების ზრდა და ასე შემდეგ. ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური ვითარება რომ შევინარჩუოთ, უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოსახლოებას, ფერმერებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დავიწყოთ. პროგრამის დამკტიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა არის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური განხორეციელების ხელშეწყობა.

სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით. ანუ სუბსიდიას მიიღებენ 0,25 ჰექტრიდან 1,25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები და ბენეფიციარს შეეძლება, რომ ეს სუბსიდია მიიღოს. მათ დახმარება-სუბსიდია ქულების სახით სპეციალურ აგრობარათზე დაერიცხებათ, რომლის გამოყენებაც მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საქონლის შესასყიდად შეეძლებათ. ვფიქრობთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც დაახლოებით 300 ათასამდე ფერმერს შეეხება. პროექტის ბიუჯეტი 35 მილიონ ლარს შეადგენს. ვფიქრობთ, ეს დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.