30 წლის ქალს, რომელიც სოფელ გომიდან თბილისში საეჭვო სიმპტომებით გადაიყვანეს, კორონავირუსი დაუდასტურდა
30 წლის ქალს, რომელიც გომიდან თბილისში საეჭვო სიმპტომებით გადაიყვანეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ოჯახთან ერთად გომში, აგარაკზე იმყოფებოდა.
როგორც ხაშურის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ჩიქოვანმა განაცხადა, ამ წუთებში ეპიდემიოლოგები გომში მუშაობენ. იზოლაციაში გადაჰყავთ ინფიცირებულის ოჯახის ყველა წევრი. დგინდება კონტაქტები.
ამასთან, მოხდება სინჯების აღება დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლების მიერ.