30 ოქტომბრის შემდეგ, შვეიცარიაში კორონავირუსის 21 926 შემთხვევა გამოვლინდა
30 ოქტომბრის შემდეგ, შვეიცარიაში კორონავირუსის 21 926 შემთხვევა გამოვლინდა

შვეიცარიაში, 30 ოქტომბრის შემდეგ, „კოვიდ-19“-ის 21 926 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. ამ დღეების განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 93 ადამიანი დაიღუპა.

საერთო ჯამში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე შვეიცარიაში ვირუსის 176 177 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 2 130 ადამიანი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, შვეიცარიაში გასულ კვირას „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით დაწესებული ზომები გამკაცრდა.