30 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ხმის მიცემას ახალი დიზაინის კაბინაში შეძლებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 30 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ხმის მიცემას ახალი დიზაინის კაბინაში შეძლებს.
როგორც ცესკო-ში აღნიშნავენ, კაბინები წინა მხრიდან ამოჭრილია ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა.
მათივე ცნობით, ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.
„გახსოვდეთ, საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა და კენჭისყრის შენობიდან მისი გატანა დაუშვებელია“, – აცხადებენ ცესკო-ში.