30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისთვის პოდკასტის თემაზე ტრენინგი ჩატარდება
საზოგადოებრივი მაუწყებელი და EBU-ს რეგიონული აკადემია პირველი არხის ბაზაზე არსებულ რეგიონულ სასწავლო ცენტრში ონლაინ და რადიო თანამშრომლებისთვის პოდკასტის მომდევნო ტრენინგს გამართავენ.
ტრენინგის პროგრამა პოდკასტერებს სთავაზობს შესაძლებლობას, საფუძვლიანად შეისწავლონ და განავითარონ საჭირო უნარები ციფრული და აუდიო პოდკსატის მიქსისას, რომ მსმენელს შესთავაზონ თხრობის, ხმის დიზაინის და სოციალური საზოგადოების შექმნის მაღალი დონე.
სამდღიან მასტერკლასს დისტანციურ რეჟიმში გაუძღვებიან საერთაშორისო მედია კონსულტანტი და ტრენერი ჯასთინ ქინგსი და აუდიო/ვიდეო პროდიუსერი მაიქლ ქერლინგი.
საქართველოს პირველი არხისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) თანამშრომლობითა და დაფინანსებით, საქართველოში მუდმივმოქმედი ჟურნალისტური, რეგიონული აკადემია 2019 წლის დასაწყისში დაარსდა.