გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 6 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, ზოგან ძლიერი, მთიან რეგიონებში ქარბუქი, ნისლი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.