3 იანვარიდან 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით უქმე დღეები ცხადდება, აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე მოქმედებდა
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 იანვარიდან 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით უქმე/დასვენების დღეები ცხადდება. აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში; ამასთან, არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. რა შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან საქართველოში, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.