28 თებერვლის ჩათვლით ქსნისა და ლეხურას ხიდებზე, ასევე იგოეთის გზაგამტარზე გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება
28 თებერვლის ჩათვლით, მდინარე ქსნისა და მდინარე ლეხურას ხიდებზე, ასევე იგოეთის გზაგამტარზე მიმდინარე სამუშაოების გამო, გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება.
ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 41-ე კმ-ზე, მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე თბილისი-სენაკის მიმართულებაზე, 56-ე კმ-ზე არსებულ იგოეთის გზაგამტარზე თბილისი-სენაკის მიმართულებაზე და 57-ე კმ-ზე მდინარე ლეხურაზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ხორციელდება სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები.
სამუშაოების წარმოების პერიოდში, სავალი ნაწილი დროებით შევიწროებულია ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე. აღნიშნული სამუშაოების წარმოების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2021 წლის 20 იანვარი. თუმცა, სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდა ამ ვადაში და შესაბამისად, საჭიროა სამუშაოების გაგრძელება 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.