28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება
28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება.

სააგენტოს ცნობით, კანონის ძალაში შესვლიდან, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის მფლობელებს საშუალება ეძლევათ, დაირეგისტრირონ სატრანსპორტო საშუალება.

ამასთან, გარდა მომსახურების სააგენტოს ერთეულებისა, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია შესაძლებელია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (PTI) ცენტრების საშუალებითაც. კანონის ძალაში შესვლიდან პირველ მარტამდე, AM კატეგორიის რეგისტრაციაზე იმოქმედებს საშეღავათო ფასი.