საქართველოში 28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება კვლავაც სავალდებულო იქნება.
„28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.