28 მაისს პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას, ესპანეთისა და ნორვეგიის მსგავსად, ირლანდიაც გეგმავს
28 მაისს პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას ირლანდია გეგმავს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, საიმონ ჰარისის განმარტებით, „პერმანენტული მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ თავისუფალი ხალხის, თავისუფალი ნების საფუძველზეა შესაძლებელი“.
მისივე თქმით, ორი სახელმწიფოს პრინციპი არის ერთადერთი სანდო გზა მშვიდობისკენ.
„დღეს მკაფიოდ ვაცხადებთ ჩვენს ცალსახა მხარდაჭერას როგორც პალესტინელი, ასევე ისრაელის ხალხის უსაფრთხოების, ღირსებისა და თვითგამორკვევის თანასწორი უფლების მიმართ“, – განაცხადა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაიკლ მარტინმა.