28 მაისს ამლევი-ორბეთის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 28 მაისს, 10:00-დან 18:00 საათამდე ამლევი-ორბეთის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
„ფარცხისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ27-ორბეთის (ამლევი-ორბეთი) საავტომობილო გზის კმ2-კმ8 მონაკვეთზე „ა.(ა)ი.პ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2022 წლის 28 მაისს 10:00-დან 18:00 საათამდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება“, – აცხადებენ უწყებაში.