28 იანვარს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
28 იანვარს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს გზის ღერძზე ბოძკინტების აღდგენის სამუშაოებს.

უწყების ცნობით, სამუშაოებისა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე 2023 წლის 28 იანვარს 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებით ჩაიკეტება.

„დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 159-ე კმ-დან (სოფ. ვერტყვიჭალასთან არსებული სატრანსპორტო კვანძიდან) საავტომობილო გზის ძველ მიმართულებაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.