ხაბიბ ნურმაგომედოვმა ტიტული კიდევ ერთხელ დაიცვა. დაღესტნელი მებრძოლი აბუ დაბიში დასტინ პორიეს დაუპირისპირდა და კარიერაში 28-ე გამარჯვება მოიპოვა.
ხაბიბმა ბრძოლა ჩვეულ სტილში წარმართა და პორიეს მახრჩობელა ილეთით მესამე რაუნდში მოუგო.
აღსანიშნავია, რომ დაღესტნელი მებრძოლი ოქტაგონზე 9 თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველად წარსდგა. დღემდე დაუმარცხებელ ხაბიბ ნურმაგომედოვს „იუ ეფ სი“-ში (UFC) სულ 28 ბრძოლა აქვს მოგებული. რაც შეეხება პორიეს, მის ანგარიშზე 25 გამარჯვება და 6 მარცხია.
სავარაუდოდ, მომდევნო დაპირისპირება ხაბიბს ტონი ფერგიუსონთან ელის.