რომან დოლიძე - მარვინ ვეტორისთან გამარჯვების შემდეგ სატიტულო ბრძოლას მოვითხოვ #1TVSPORT
რომან დოლიძე - მარვინ ვეტორისთან გამარჯვების შემდეგ სატიტულო ბრძოლას მოვითხოვ #1TVSPORT

შაბათს ლონდონში, UFC 286-ის ეგიდით გასამართ ღონისძიებაზე რომან დოლიძე იტალიელ მარვინ ვეტორის დაუპირისპირდება. შეხვედრას ქართველი მებრძოლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ტიტულთან ერთ ნაბიჯში იქნება.

ბრძოლის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე დოლიძემ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

„ორგანიზაციას ყოველთვის ვთხოვდი უკეთესი მეტოქეები შეერჩია ჩემთვის. მადლობელი ვარ, ისინი მისმენენ. მარვინ ვეტორი ძალიან ძლიერი მეტოქეა, რომელთან ბრძოლისთვისაც მზად ვარ.

წინასწარ არაფერს ვგეგმავ. წინა ბრძოლებში სიტუაციიდან გამომდინარე ვიმოქმედე, რადგან არავინ იცის, რა მოხდება უშუალოდ დაპირისპირების დროს. შაბათს შევეცდები ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვაჩვენო და გავიმარჯვო.

იტალიელი რეიტინგში მეოთხეა, ის ადვილად არ იღლება და სხვა უამრავი დადებითი უნარი აქვს. მასთან გამარჯვების შემდეგ სატიტულო ბრძოლას მოვითხოვ, რადგან ჩემი წონის საუკეთესო წარმომადგენლებმა ერთმანეთთან უკვე იჩხუბეს. ვფიქრობ, სიახლის დროა.

შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ქართველების დრო მოვიდა. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც ძალიან რთულ ეპოქაში გაიზარდა, რამაც გაგვაძლიერა და ახლა ყველა ხედავს, რასაც ვაკეთებთ“, – ამბობს დოლიძე.

ამ მომენტისთვის დოლიძე UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს.