UFC I ისრაელ ადესანიამ ალექს პერეირა დაამარცხა და საშუალო წონის ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა
UFC I ისრაელ ადესანიამ ალექს პერეირა დაამარცხა და საშუალო წონის ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა

მაიამიში გამართულ UFC 287-ის მთავარ ღონისძიებაზე საშუალო წონის პირველმა კონტენდერმა, ნიგერიელმა ისარაელ ადესანიამ (24-2) ბრაზილიელი ალექს პერეირა (7-2) მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარიც დაიბრუნა.

ბრძოლის პირველი რაუნდი თანაბარი გამოვიდა, მეტოქეები ერთმანეთში დარტყმებს ცვლიდნენ, თუმცა რისკზე არცერთი მათგანი არ მიდიოდა. მეორე რაუნდის სტარტი უფრო აქტიური ბრაზილიელს გამოუვიდა, ალექს პერეირა აპირებდა თავისი ძლიერი დარტყმებით ადესანიასთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინა. ასეთი შეტევების სერიის დროს პერეირას მომენტი გაეპარა, რითიც მეტოქემ ისარგებლა და იგი გათიშა.

აღნიშნული გამარჯვებით 33 წლის ისრაელ ადესანიამ წონის ჩემპიონის ტიტული მეექვსედ მოიპოვა. წინა საჩემპიონო დაპირისპირება მან სწორედ ალექს პერეირასთან მეხუთე რაუნდში გაშვებული ნოკაუტით დათმო.

საერთო ჯამში, კიკბოქსინგსა და MMA-ში ნიგერიელი ბრაზილიელს ოთხჯერ შეხვდა, აქედან სამჯერ გამარჯვება სამხრეთამერიკელს დარჩა, რაც იმის წინაპირობაა, რომ მებრძოლები ერთმანეთს, შესაძლოა, კიდევ ერთხელ შეხვდნენ.