შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის IV მიკრო რაიონის №7-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს.
კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 16:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.
11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძეზე, სანდრო ეულის ქუჩა №1-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 15:00 საათიდან. ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის მასივის I კვარტლის №14-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს.
გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 16:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.