უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოები იწყება. სამუშაოების გამო, უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ, 27 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, ღამის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება.
„სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის 27 სექტემბრის ღამის 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, გიორგი დანელიას ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე ( ბენზინგასამართი სადგური „ვისოლის“ მიმდებარედ) საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. რეჟიმი 30 დღის განმავლობაში, 24 ოქტომბრის ჩათვლით იმოქმედებს.
დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობაზე ყველა სახის შეზღუდვა, ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მოხსნილი იქნება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.