ისრაელში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, 27 დეკემბრიდან მკაცრი კარანტინი ამოქმედდება, რომელიც წელს უკვე მესამედ წესდება.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მკაცრი კარანტინი სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში. კარანტინის ამოქმედების გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 4 000-მდე გაიზარდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 3 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში „კოვიდ-19“-ის სულ 385 022 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 150 ადამიანი.
ისრაელში კომპანიების „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილი ვაქცინით მოსახლეობის აცრა 27 დეკემბრიდან იწყება.