27 და 28 დეკემბერს რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა აიკრძალება
თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლება, რის გამოც, 2017 წლის 27 და 28 დეკემბერს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, გვირაბში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.