27-28 მაისს ქართული დიასპორის ფორუმი გაიმართება
27-28 მაისს ქართული დიასპორის ფორუმი გაიმართება

საქართველოში 27-28 მაისს ქართული დიასპორის ფორუმი გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული ფორუმი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული დიასპორის ფორუმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გახსნის, რის შემდეგაც ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიმართავენ.

დიასპორის დღის 200-მდე დიასპორის წარმომადგენელს 22 ქვეყნიდან ელოდებიან. ორდღიან ფორუმს კი 400-მდე სტუმარი დაესწრება.