საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 26 თებერვალს რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება.
„თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს გვირაბის მართვის ავტომატიზებული სისტემის (SCADA) განახლება. რის გამოც, 2018 წლის 26 თებერვალს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, გვირაბში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადართულია რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.