26 მაისს საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვი ეწვევა
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვი ეწვევა.
აზერბაიჯანის დელეგაცია თბილისს ხვალ ეწვევა. ოქტაი ასადოვი, საქართველოში ვიზიტით მყოფ სხვა სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან და დელეგაციებთან ერთად, დილიდან საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაემგზავრება. აზერბაიჯანის დელეგაცია „თავისუფლების მოედანზე“ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიას დაესწრება. სახელმწიფოს მეთაურების სიტყვით მიმართვის შემდეგ, დელეგაციები საქართველოს პარლამენტში გაემგზავრებიან. პარლამენტში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის – მომავალი ასწლეულის სტრატეგია“. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში კი შედგება დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ინსცენირება.
მოგვიანებით, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებისა და დელეგაციათა ხელმძღვანელები ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაემგზავრებიან, სადაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართება.
აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი 27 მაისს დასრულდება – შედგება ჰეიდარ ალიევის ძეგლის გვირგვინით შემკობის ცერემონია.
26 მაისს საქართველოს 20-მდე ოფიციალური დელეგაცია ესტუმრება.