26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 23 მაისს, 12:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
როგორც პირველ არხს შსს-დან აცნობეს, კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან გამომავალი ავტომანქანები იმოძრავებს პუშკინის ქუჩის მიმართულებით.
„გადაკეტილია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელი პანდუსი და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა შეუძლიათ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებენ მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.
23 მაისს, ღამის 03:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებზე.
24 მაისს, 22:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, ვარდების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე. საავტომობილო მოძრაობა აღდგება 26 მაისს, ღონისძიების დასრულებისთანავე“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.