26 დეკემბერს რიყე-ნარიყალას საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
სს თელასის მიერ წარმოებული გეგმიურ – ტექნიკური სამუშაოების გამო, 26 დეკემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც საბაგირო გზა ვერ მოემსახურება მგზავრებს.
ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.