ორგზის ოლიმპიური და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, 25 წლის გერმანელი ბიატლონისტი ლაურა დალმაიერი სერიოზულად ფიქრობს კარიერის დასრულებაზე. ის საბოლოო გადაწვეტილების მიღებას უახლოესი რამდენიმე თვით განმავლობაში აპირებს. ამის შესახებ გერმანელმა ტელეკომპანია ა-ერ-დესთან (ARD) ინტერვიუში განაცხადა:
„დავფიქრდები იმაზე, თუ რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ყურს დავუგდებ ჩემს ორგანიზმს და ჩემს შეგრძნებებს. თუ სპორტის ეს სახეობა ისევ მომიტანს სიამოვნებას, მაშინ, რა თქმა უნდა, დავრჩები და მოგებისთვის ვიბრძოლებ. თუ არა, რა გაეწყობა, ვერაფერს შევცვლი“.
აღვნიშნავთ, რომ ამ სეზონში დალმაიერმა მსოფლიოს თასის რამდენიმე ეტაპი გამოტოვა და საერთო ჩათვლაში მე-12 ადგილი დაიკავა. ოსტერსუნდში გამართულ მსოფლიოს ჩემპონატზე მან ორი ბრინჯაო მოიპოვა.