24 წლის სამთომოთხილამურე პარაპლანით დაცემისას დაიღუპა
24 წლის სამთომოთხილამურე პარაპლანით დაცემისას დაიღუპა

შვეიცარიელი სამთომოთხილამურე ჯანლუკა ბარანდუნი პარაპლანით ჩამოვარდნის შემდეგ დაიღუპა, – წერს სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახური.

ინციდენტი 4 ნოემბერს, შლუაინში მოხდა. დაშვებისას, 24 წლის სპორტსმენმა რამდენიმე ბრუნი გააკეთა და დიდი სიჩქარით დაენარცხა მიწას.

აღვნიშნავთ, რომ ბარანდუნის კარიერაში საუკეთესო შედეგი მსოფლიოს თასის ეტაპზე კომბინაციაში მეცხრე ადგილი იყო, რომელიც იტალიის კურორტ ბორმიოში გაიმართა.