24 აპრილს, ღამის 02:00 საათიდან მთაწმინდა-კრწანისში აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
გეგმური სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 24 აპრილს, ღამის 02:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდა-კრწანისში, აბანოს, ახუნდოვის, ბოტანიკურის, ირგვლივის, სამღებროს, საადის, ფირდოუსის, მირზა-შაფის, მოსე ხონელის, ტაბახმელის, გორგასლის ქუჩების მოსახლეობის ნაწილს. ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.
გაზმომარაგება ასევე შეუწყდება რესტორანს „მასპინძელო“, ბალნეოლოგიურ კურორტს, შპს „ჭრელი აბანოს“, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას, ბოტანიკის ინსტიტუტს, რესტორანს „გორგასალი“ და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 09:00 საათიდან და დასრულდება 13:00 საათამდე.
„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.