24-25 სექტემბრის ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში 24 და 25 სექტემბერს, 00:00 სთ-
იდან 07:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. უწყებაში აცხადებენ, რომ ზაფხულის პერიოდში ინტენსიური მოძრაობის შედეგად ავტომანქანების გამონაბოლქვისგან დასვრილი ავტომატური მოწყობილობები და სანათი საშუალებები უნდა გაიწმინდოს და გაირეცხოს.
შეზღუდვის პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილზე საბუქსირე მექანიზმები იმორიგევებენ. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.