23 მაისს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში მოსმენა გაიმართება
23 მაისს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე დიდი პალატის მოსმენა გაიმართება.
ქართულმა მხარემ განაცხადი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა. განაცხადი 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებებისა და შემდგომი ოკუპაციის დროს რუსი სამხედროების მონაწილეობით, მათი მხარდამჭერი ან სეპარატისტული რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებების მიერ რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ ჩადენილ ქმედებებს ეხება.
განაცხადი შეეხება, სიცოცხლის უფლების დარღვევებს, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, სასჯელის გამოყენებას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკუთრების,განათლების და გადაადგილების თავისუფლების დარღვევებს.
23 მაისს დიდი პალატის მოსმენა თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.