23-დან 24 დეკემბრის ჩათვლით „საქართველოს ღვინის კლუბი“ და „ვერის ბაზარი“ ღვინის საახალწლო ბაზრობას უმასპინძლებს.
ბაზრობაზე საქართველოს ყველა წამყვანი კომპანია და მცირე მარანი იქნება წარმოდგენილი, რომლებიც თავიანთ საუკეთესო ღვინოებს შესთავაზებენ საახალწლო და საშობაო სუფრისთვის. ცქრიალა ღვინოები, თეთრი მშრალი, ქარვისფერი ქვევრის ღვინოები, წითელი მშრალი, ქვევრის, ნახევრადტკბილი და ტკბილი, ასევე შემაგრებული ღვინოები. ამ ყველაფრის მოძიება, დაგემოვნება და შერჩევა მოქალაქეებს ერთ ადგილას შეეძლებათ.
ღვინის საახალწლო ბაზრობაზე ქართული პროდუქტიც იქნება წარმოდგენილი: ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი, მურაბები, შოკოლადი, თხილი და სხვა გემრიელი საახალწლო ნუგბარი. ბაზრობაზე იქნება ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც.
ბაზრობა ორი დღის მანძილზე, ღვინის ქარხანა #1-ში, დილის 10:00–დან საღამოს 20:00–მდე გაგრძელდება.