22 მაისიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს საავტობუსო ზოლში გადაადგილების მანიშნებელი სტიკერები დაურიგდებათ
22 მაისიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს საავტობუსო ზოლში გადაადგილების მანიშნებელი სტიკერები დაურიგდებათ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 22 მაისიდან მუნიციპალურ სერვისცენტრებში A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური სტიკერების გაცემა დაიწყება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სტიკერს მიიღებენ ტაქსის ის მძღოლები, რომელთა ავტომობილების ასაკი 10 წელს არ აღემატება.

„22 მაისიდან ვიწყებთ სპეციალური სტიკერების დარიგებას, რომელიც იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემს. სტიკერები დაურიგდებათ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამასთან, პირველი ივნისიდან ამ სტიკერის მქონე ტაქსებს საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლება ექნებათ. სტიკერების მიღება ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ მუნიციპალურ სერვისცენტრებში. სტიკერი განთავსდება ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში“, – განაცხადა კახა კალაძემ.