22 აპრილის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 11 428 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 7 358
22 აპრილის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 11 428 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 7 358

22 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 11 428 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7 358 მოქალაქე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ვებგვერდზე ყოველდღე ხდება მონაცემების განახლება COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ – სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა.

როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზებისა და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე.