გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-23 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, წინა დღეებთან შედარებით, 2-3 გრადუსით მოიმატებს და 14–20 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ტემპერატურა +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
თბილისში ღამით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსია მოსალოდნელი.