21 მარტს მესაზღვრის დღე აღინიშნება
21 მარტს მესაზღვრის დღე აღინიშნება

21 მარტს მესაზღვრის დღე აღინიშნება. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე მოადგილესა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად სასაზღვრო პოლიციის მესტიის სამმართველოსა და სექტორ “ჭუბერს” ესტუმრა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა, სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და რამდენიმე თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა.