21 აპრილს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართება
თბილისის მერიისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სასახლის თეატრალურ დარბაზში თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართება. კონცერტზე შესრულდება ბეთჰოვენის, მოცარტის, შუბერტის მუსიკალური ნაწარმოებები.
დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი იქნება, სოლისტი სანდრო ნებიერიძე.
თბილისის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი 2019 წლის თებერვალში მუნიციპალური დაფინანსებით შეიქმნა. ორკესტრი მოსმენების შედეგად შერჩეულ 15-დან 28 წლამდე ახალგაზრდებს აერთიანებს.
საპრეზენტაციო კონცერტი 21 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება.