2020 წლის წარმატებული სტარტი ძალოსნობაში - სხვადასხვა სინჯის 11 მედალი
რომში, 2020 წლის პირველ შეჯიბრზე, სადაც ასევე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდა, საქართველო ოთხი ათლეტით იყო წარმოდგენილი და ოთხივე მათგანი საპრიზო სამეულში მოხვდა.
შეჯიბრის ბოლო დღეს სამი ოქროს მედალი ოლიმპიურმა ჩემპიონმა მძიმეწონოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიგო.
საქართველოს ძალოსანთა ეროვნულ გუნდს წლის პირველი სამი ოქროს მედალი ანტონ პლესნიომ მოუტანა, შოთა მიშველიძემ სამი ვერცხლის, ხოლო გოგა ჩხეიძემ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.