2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები შესაძლოა, გადაიდოს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„სიენენის“ ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მინისტრმა, სეიკო ჰაშიმოტომ გააკეთა.
გავრცელებული ვერსიით, ოლიმპიური თამაშები შესაძლოა, წლის ბოლომდე გადაიდოს. თუმცა იაპონიის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ოლიმპიური თამაშები როგორც დაგეგმილია, 24 ივლისს გაიხსნას.