2020 წლიდან სკოლისა და საბავშვო ბაღის მასწავლებლების ხელფასები იზრდება
2020 წლიდან სკოლისა და საბავშვო ბაღის მასწავლებლების ხელფასები იზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, 2020 სასწავლო წლისთვის სკოლის მასწავლებლების ხელფასი 300 ლარით გაიზრდება.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. მთავრობის სხდომის თემა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტია.

ამასთან, პრემიერის თქმით, იზრდება საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ხელფასიც.

„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2020 სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით.

ასევე მინდა გითხრათ, რომ 2020 სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ხელფასი გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.