2020 წლამდე ელექტროენერგიის მოხმარება სავარაუდოდ, 20 პროცენტით მოიმატებს
2020 წლამდე ელექტროენერგიის მოხმარება სავარაუდოდ, 20 პროცენტით მოიმატებს

მიმდინარე წელთან შედარებით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2020 წელს, სავარაუდოდ, თითქმის 20 პროცენტით მოიმატებს. 2017 წლის ბალანსის მიხედვით, მოხმარება 11,903 მილიარდ კვტ.სთ-ს შეადგენს. საპროგნოზო ბალანსის შესაბამისად კი, 2018 წელს მოხმარება 12,703 მილიარდი კვტ.სთ, 2019 წელს 13,376 მილიარდი კვტ.სთ, 2020 წელს კი 14,188 მილიარდი კვტ.სთ იქნება.

ბალანსის მიხედვით, ყველაზე მეტად გაიზრდება პირდაპირი მომხმარებლების, ანუ მსხვილი კომპანიების ელექტროენერგიის მოხმარება. მოსალოდნელია მზარდი მოთხოვნა „თელასის“, „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და აფხაზეთის აბონენტებშიც.

საპროგნოზო ბალანსის შესაბამისად, ამ წუთებში სემეკ-ში ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებზე მსჯელობენ.