2020 წელს საქართველოში 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 6 640 მოქალაქე დაშავდა, 450 კი გარდაიცვალა
2020 წელს საქართველოში სულ 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან, 137 ავარია, სიმთვრალით იყო გამოწვეული.
ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, გასულ წელს სულ 6 640 მოქალაქე დაზიანდა, 450 კი გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, 2020 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობამ 9 144 შეადგინა. რაც შეეხება მოძალადეს, მათი რაოდენობა 8 716-ით განისაზღვრა.
გასულ წელს ტრეფიკინგის მუხლით 11 დანაშაული იქნა ჩადენილი, აქედან შსს-მ მხოლოდ ერთი საქმე გახსნა.
2020 წელს ქვეყნის მასშტაბით 13 511 ხანძარი მოხდა. ხანძრის შედეგად დაიღუპა 65 ადამიანი, 203 დაშავდა. განადგურდა 487 შენობა-ნაგებობა და 53 სული მსხვილფეხა საქონელი.