2020 წელს საგარეო ვალების მომსახურებისა და დაფარვისთვის 1,350 მილიარდი ლარია გათვალისწინებული
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის 1,350 მილიარდი ლარი გაიწერა. აქედან, ძირითადი თანხის დაფარვისთვის 975 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ხოლო პროცენტების გადახდისთვის – 375 მილიონი ლარი.
ამასთანავე, სახელმწიფოს მიერ საგარეო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულებების მომსახურებისათვის – 102 მილიონი ლარი გაიწერა.
პირველი ნოემბრის მონაცემებით, სახელმწიფო საგარეო ვალი 16 მილიარდ ლარს აღემატება. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები (მრავალმხრივი კრედიტორები) ვალი 11,246 მილიარდი ლარია, ხოლო სხვადასხვა ქვეყნის ვალი (ორმხრივი კრედიტორები) 2,713 მილიარდი ლარი.
ამასთან, სახელმწიფოს ევროობლიგაციების გამოშვებით მიღებული 1,418 მილიარდი ლარის ვალიც აქვს.