2020 წელს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემის წესი [ვიდეო]
საბავშვო ევროვიზია 2020 წლის 29 ნოემბერს ჩატარდება. ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე junioreurovision.tv 27 ნოემბრის 23:00 საათიდან 29 ნოემბრამდე.
ხმის მიცემა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. ყველას შეუძლია, წვლილი შეიტანოს წლევანდელი საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულის არჩევაში.
როგორ მუშაობს ეს სისტემა?
არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ და საიდან ხარ. შენ შეგიძლია, დაიწყო ხმის მიცემა პარასკევს, 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან junioreurovision.tv–ის საშუალებით.
ყველა ვიდეოს ყურებისა და მოსმენის შემდეგ, შეგიძლია, ხმა მისცე სამ რჩეულს. კენჭისყრა შეჩერდება კვირას, 29 ნოემბერს პირდაპირი ეთერის დაწყების წინ და განახლდება 15 წუთით. მას შემდეგ, რაც ყველა სიმღერა შესრულდება, შენი ხმა გაიგზავნება ხმის დამთვლელ ჯგუფში, გადაიქცევა ქულებად და საბოლოო შედეგის ნახევარს განსაზღვრავს, ხოლო მეორე ნახევარს კი, ჟიური გადაწყვეტს.
როგორც ყოველთვის, გაიმარჯვებს ის სიმღერა, რომელიც ყველაზე მაღალ ქულებს მიიღებს.