2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს დღეს წარედგინება
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს დღეს წარედგინება

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საქართველოს მთავრობა პარლამენტს დღეს წარუდგენს. ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

პირველი არხის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 300 მილიონი ლარით იზრდება.

ბიუროს სხდომაზე წარდგენის შემდეგ ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა საპარლამენტო კომიტეტებში დარგების მიხედვით გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის გადამუშავება რამდენჯერმე მოხდება, საბოლოოდ კი პარლამენტი დოკუმენტს დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს.