2019 წლის პირველ ნახევარში ავღანეთში 3812 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
გაერო-ს მონაცემებით, 2019 წლის პირველ ნახევარში, ავღანეთში 3812 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
გაერო-ს მისიის მონაცემებით, თალიბანისა და ე.წ ისლამური სახელმწიფო მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად პირველი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით 531 ავღანელი დაიღუპა, 1437 კი დაშავდა.
დაღუპულთა შორის 144 ქალი და 327 ბავშვია, დაშავებულებს შორის კი 1000 ქალი ან ბავშვია.
საჰაერო თავდასხმებს 519 მოქალაქე შეეწირა, მათგან 150 ბავშვია.